fbpx



ნინო ჯღარკავა -მაშინ სიკვდილს ჩავხედე თვალებში

მოგონებებმა წამიღო, ალბათ მალე წიგნსაც დავწერ ასეთ რეალურ ისტორიებზე ,გავიხსენებ ერთ ეპიზოდს ჩემი ჟურნალისტური ცხოვრებიდან! ეს ის დროა ასლან აბაშიძე რომ აჭარას აზანზარებს, აქეთ შევარდნაძეა და ამათ შორის მუდმივი კინკლაობაა, 1993 წელია, იმ დროს ბექა 6 თვის მყავდა, გაზეთ ,,ფაქტი აზრი კომენტარში ,,ვმუშაობდი და ჩემი ხელფასით ერთ მილიონ კუპონად რომან გოცირიძის კუპონობის ხანაა, ერთ კოლოფ სიგარეტს თუ ვიყიდიდი, იმელის შენობაში ვახტანგ გოგუაძესთან ინტერვიუზე ვიყავი ჩაწერილი, მისაღებში ერთი ქალბატონი იჯდა და ტირილით ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრას ითხოვდა,არავინ უშვებდა და ცდილობდნენ როგორმე გაეყვანათ,მე მივუჯექი გვერდით და ამბავი ვკითხე,მომიყვა მე ქეთო ვარ ასანიძე, ჩემი 6 ძმა და ძმიშვილი დაიჭირა ასლან აბაშიძემ და ვერაფრით მივაღწიე სამართალს, ,იქნებ პრეზიდენტმა მიმიღოსოო,მე დავწერთქოო შევთავაზე ,ამომხედა, შვილოო ისეთმა დიდმა ჟურნალისტებმა ვერ გაბედეს ,შენ ამ პატარა გოგომ რა უნდა ქნაოო,ვცდი ქალბატონო, ჩემთან წავიდეთქოო, ერთი კვირა ჩავუჯექი ამ საქმეს ,ადვოკატი ძალიან ასაკოვანი, ჭკვიანი კაცი იყო, ტომებს ვკითხულობდი მთელი ღამეები, აჭარის პროკურორმა ბაკურიძემ ინტერვიუ არ მომცა, დუმდა ყველა ამ თემაზე, ყველა დეტალს ჩავწვდი, მასალა სტამბაში უნდა ჩაგვეშვა როცა რედაქციაში რედაქტორ ზურა ჭელიძესთან ზარი გაისმა;

მე მკითხულობდნენ აბაშიძის ადმინიტრაციიდან, ვიღაც სოლიდურმა კაცმა პირდაპირ მითხრა, ასლანი გთავაზობს თავისი პრეს-სამსახურის უფროსობას, მაღალ ხელფასს, მანქანას, ბინას, პატარა შვილი გყავთ ვიცით და ის მასალა არ დაიბეჭდოსოო ,არც დავფიქრებულვარ, მაშინვე ვუთხარი, ეს სტატია დაიბეჭდება, ცოცხალიც რომ ვერ გადავრჩეთქოო, მეორე დღეს ბომბივით გასკდა მასალა სათაურით ,,ბაბუა ასლანი ,ლომი აჭარის მფარველი თუ პატარა დიქტატორი,, სრულიად საქართველო შეირყა, დილის სატელევიზიო თუ რადიო გადაცემები ან სტატიის განხილვით იწყებოდა, გაზეთის შეკვრები მაშინ მატარებლით მიდიოდა რეგიონებში, საერთოდ ის ვაგონი ვერ ჩავიდა აჭარაში, სამტრედიაში ჩახსნეს, ის გაზეთი დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება ვისაც დააინტერესებს!

მეორე დღეს გაზეთ 7 დღის ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე მირეკავს, როგორ გაბედე, ყოჩაღ, ამ პატარა გოგომ იმის გაკეთება რასაც ვერავინ უბედავს ასლანსოო, იბერვიზიაში მაშინ სიუჟეტის გაკეთებაც შემომთავაზეს და გიორგი თარგამაძე მიავლინეს ასლანთან ინტერვიუზე, გიორგი მას მერე იქ დარჩა ,იმ თანამდებობაზე რასაც მე მთავაზობდნენ, დანარჩენს მიხვდებით, სიუჟეტი კი იბერვიზიაზე არ გასულა!

ჩემმა სტატიამ ის საქმე გააკეთა რომ 4 ძმა ასანიძე და ერთი მათი შვილი გიორგი გაათავისუფლეს, მარტო თენგიზ ასანიძე დატოვეს ციხეზე, მადლიერი ქეთო ასანიძე რედაქციაში გვესტუმრა დიდი თანხით, იმ დროს ის ძალიან დიდი თანხა იყო და რედაქციის დახმარება შემოგვთავზა ,ის ჩემოდანიც ჰაერში მოვისროლე, როგორ მაკადრეთ ქალბატონო ქეთო ,მე ჩემი საქმე შევასრულეთქოო,მას მერე ჩემთან ისევ გაისმა ზარი, დამემუქრნენ აჭარაში არ იქნება შენი ფეხიოო, ხოდა მეც ზაფხულს თბილისის ზღვაზე ვატარებდი,ერთ დღესაც თემურ ჭკუასელი(ჭოტიკა) ტელევიზიაში მეძახის, ნინიჩკა მემედ აბაშიძის საღამოს ვაკეთებთ ბათუმში და ერთ სუფრაზე ასლანმა მკითხა ტელევიზიაში ასეთ ჟურნალისტს ნინო ჯღარკავას თუ იცნობოო, რას ქვია არ ვიცნობ ჩემი გაზრდილია, თავი მოვიწონეოო, ხოდა იმ საღამოზე აქ ჩამომიყვანეოო , მოემზადე ბათუმში მივდივართოო, იქ დავკარგე ფერი, ჩემი სტატია თუ გაქვს წაკითხულითქოო, ხოდა გავუშალე, მახსოვს თემურის სახე, ვერაოო მე ჩემს თავზე ვერ ავიღებ შენს წაყვანას ეს რა გიქნია კაცოვოო:)))

შემდეგ იყო მეგობრებთან ერთად ერთი საღამო, სადაც უცნაური ,ახოვანი, კუნთებდაბერილი, დიდ კისრიანი უცხო ბიჭი მოვიდა, როგორ აღმოჩნდა იქ, დღემდე არ ვიცი, სახელად გიორგი, მკერდზე ჟეტონი ეკეთა უშიშროების სპეც დანიშნულების რაზმის ,,ალფას ,წევრი იყო, იმ საღამოს სიკვდილს ჩავხედე თვალებში, საღამოს ბოლოს მითხრა მე ჩათვალე დღეს შენ სიცოცხლე გაჩუქე, ვერ გაგიმეტეოო, დავალება მქონდა ცოცხალი ან მკვდარი უნდა ჩამეყვანე ბათუმში და ახლა ადექი და სანამ კარგ ხასიათზე ვარ გაქრიოო, ნეტავ თუ წაიკითხავს ამ ისტორიას და მომძებნის დღეს ,იქნებ გიორგიც არ ერქვა, მას მერე მშვიდად ვცხოვრობდი, 1997 წელს ბათუმში ჩავედი შინაგან საქმეთა მინისტრის ილია წულუკიძის გადასაღებად, 10 დღე ვიყავით მისი სტუმრები, თან გადაგყვა ილია, წამოსვლისას ვეუბნები, მე იცი ვინ ვართქოო?! როგორ არ ვიციოო ნინიკია ხარ ჩვენი ჯღარკავაო, გვარი კიდევ გაიმეორეთქოო და მახსოვს ცხვირზე სათვალე ჩამოუვარდა, უჯრა გამოაღოო, ჩემი სტატია ამოიღოო,არ თქვა ახლა რომ შენ ის ნინო ხაროო, 5 წუთი ვდუმდით ორივე ,რა ვქნა ახლა მეოო,უნდა დავურეკო იბრაგიმოვიჩს და უნდა ვუთხრა აქ რომ ხარო, დარეკა ,ასლანს უნდა შეგახვედროვოო,იმ დროს ძალიან იყო გაბრაზებული ,მაგრამ შენნაირი ვაჟკაცური გოგოები უყვარს და თქვენ დაძმაკაცდებითო,ჩემს ბედზე ასლანი იტალიაში მიფრინავდა ერთ საათში , ქალიშვილთან და შეხვედრა არ შედგა,შემდეგ კიდევ იყო რამდენიმე მცდელობა ილიას მხრიდან და რატომღაც იმ დროს ჩავდიოდი ბათუმში, როცა ასლანი საქართველოში არ იყო.

მერე ვარდების რევოლუციაც მოხდა და ასე დამთავრდა ეს ისტორიაც, ახლაც ვფიქრობ ნეტავ რა უნდა ეთქვა ჩემთვის პირისპირ აბაშიძეს? ეს სტატია იყო ჩემი ჟურნალისტური კარიერის დასაწყისი და მას მერე მოვყვები ასე, ავად თუ კარგად, როგორ მოვიქეცი იმ დროს უფალმა უწყის, ის ვიცი რომ რამდენიმე ადამიანი ციხის გისოსებს უანგაროდ გადავარჩინე!

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია