fbpx

ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე: ამ უსამშობლო ქალის დამცველებს ნუთუ სულ ცოტა იმის ანალიზის უნარი არ აქვთ, საით მიაქანებს მათი აგენტი პრეზიდენტი ქვეყანას?

აი ეს არის ის საბოლოო გეგმა, რასაც აპირებს “გლობალური ომის პარტია” ჩვენს ქვეყანაში. აი ამას მოაწერა ხელი, გვარამიას დავესესხები, რეზიდენტმა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის საბოლოო არჩევანს „გლობალური ომის პარტია“ არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე გააკეთებს, თუ სააკაშვილში დაინახავენ მეტ საარჩევნო რესურსს, მას სალომეს შეაწყალებინებენ, ხოლო თუ სალომეში – სააკაშვილი ციხეში დარჩება, სალომე სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება და „ლელოსთან“ ერთად საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ფოჩხუას თქმით, ეს გეგმა თავშივე განწირულია და აღსრულება არ უწერია.

„აი ეს არის ის საბოლოო გეგმა, რასაც აპირებს “გლობალური ომის პარტია” ჩვენს ქვეყანაში. აი ამას მოაწერა ხელი, გვარამიას დავესესხები, რეზიდენტმა…
ეს გეგმა თავშივე განწირულია, მაგრამ ამ უსამშობლო ქალის დამცველებს ნუთუ სულ ცოტა იმის ანალიზის უნარი არ აქვთ, საით მიაქანებს მათი აგენტი პრეზიდენტი ქვეყანას?
და კიდევ, გეგმას, რომელიც თავშივე გაშიფრულია, აღსრულება არ უწერია, ასეთ შემთხვევებში კი ქართველი ხალხი კიდევ უფრო ერთ მუშტად იკვრება ქვეყნის გადასარჩენად.“ – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება