fbpx

ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება სამტრედიის მეორე საჯარო სკოლაში

სამტრედიის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ლალი კილაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს ღონისზიება სახელწოდებით “მე ნიკოლაძის ქუჩაზე ვცხოვრობ”,ღონისზიება დიდი მოღვაწის,დროს გასწრებული გენიოსის,ნიკო ნიკოლაძის ხსოვნას მიეძღვნა.მეშვიდემერვე კლასელებმა ნიკოლაძის ღვაწლზე,მის მასშტაბურ საქვეყნო საქმეებზე მოგვითხრეს,შესრულდა ცეკვები ფრანგულ და ქართულ მელოდიებზე(ქორეოგრაფი ნანა ბებია),პატარა ტანმოვარჯიშე ეს საინტერესო ნომრები შესთავაზეს პუბლიკას. როგორც ცნობილია,გიორგი ნიკოლაძე,ნიკოს ვაჟი პირველი ქართველი ტანმოვარჯიშე იყო. ღონისძიებას დაესწრნენ გამგებლის მოადგილე გია მეიშვილი,კულტურის სამსახურის უფროსი,საგანმანათლებლო რესურსცენტრის ალეკო თევზაძე,აუდიტი აბრამიძე,ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმის დირექტორი,გიორგი ფანცულაია,ყველა სტუმარმა უმაღლესი შეფასება მისცა ღონისძიებას,მადლიერმა გიორგი ფანცულაიამ მოსწავლეები მუზეუმში დაპატიჟა და სთხოვა,ღონისზიება სწორედ იქ წარმოედგინათ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება