fbpx

ნიკა მელიას ცრუ ჩვენების გამო 19 წლის ბიჭს ცხოვრება დაუნგრიეს- ნათია ციხელაშვილი ნიკა მელიას ადანაშაულებს

მოქალაქე ნათია ციხელაშვილი ნიკა მელიას ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს –

ნიკანორ მელიას ცრუ ჩვენება – ეს იმათთვის, ვისაც მელია ციხისთვის არ “ემეტება”… არც მე მემეტება ჩემი დეიდაშვილი ციხისთვის! მხოლოდ ამ ჩვენების გამო იმსახურებს მელია პატიმრობას! უდანაშაულო ბავშვი რომ ამოამწყვდიეს, დაუნგრიეს ცხოვრება და ერთ-ერთი დამნაშავე ამ საქმეში ზუსტად რომ ეს ვაჟბატონი ბრძანდება, მართალ კაცად რომ მოაქვს თავი და ბოლო ხმაზე გაჰკივის! დათუნა 19 წლის იყო, სწავლობდა, მამა დავითზე სტიქაროსანი იყო, თავისი კელია ჰქონდა და ვინ იცის რა ცხოვრება ექნებოდა, სკამების გამო ნაციონალებს ესეთ დღეში რომ არ ჩაეგდოთ… არავის წარმოდგენა არ გაქვთ ეს რა ტკივილია, რა განცდაა… ამის მერე გამოდიხართ და მელიას იცავთ, ნაციონალებს საქციელებს უწონებთ! სანამ პირადად ჩვენ, ჩვენს ოჯახებს არ შეეხებიან, სხვისი ტკივილი არ გვაინტერესებს!!! P.S აქ პარტიების გარჩევაზე არ არის საქმე, მე მინდა, რომ სამართლიანობა იყოს ქვეყანაზე – დამნაშავე დაისაჯოს და უდანაშაულო არ იხდიდეს სასჯელს მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეს გახსნილი დაარქვან… თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, ჩვენ ჩვენი სიმართლის დამტკიცება შეგვიძლია საქმის მასალებით. მადლობა ყურადღებისთვის! გისურვებთ იგივე სიმწარე ცხოვრებაში არავის გენახოთ!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება