fbpx

ნიკა მელიას მიმართ მთელი რიგი ღონისძიებები უკანონოდ განხორციელდა – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელის მისთვის პოლიტიკური პატიმარი არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ მისი დაკავება პოლიტიზირებული პროცესი იყო.

“ჩემი შეფასებით კი არა, ევროკავშირს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს კრიტერიუმები, ვინ არის პოლიტიკური პატიმარი. თვითონ მელიას თანამოაზრეებიც არ მოიხსენიებენ მას პოლიტიკურ პატიმრად, სინდისის პატიმარს უწოდებენ.

ჩემთვის არც ერთია და არც მეორე. უკანონოდ მოხდა მის მიმართ მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება და ამ უკანონობამ და დაკავების მომენტმა შექმნა ფონი, რომ პოლიტიზირებული იყო მისი დაკავებაც და ა.შ. თუმცა, “ოცნება აკეთებს” ამას, “ოცნება” ქმნის “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა წევრებისა თუ ლიდერებისგან ახალი ტიპის გმირებს,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა ღამის კურიერში.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია