fbpx



„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გირშელ ბერძული პარტიიდან სალომე სამადაშვილის გარიცხვას მოითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გირშელ ბერძული პარტიიდან სალომე სამადაშვილის გარიცხვას მოითხოვს.

როგორც გრიშელ ბერძული სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყება ამაოა და სამადაშვილის პარტიაში ყოფნა არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნებას.

„ბოლომდე ვიკავებდი თავს პოზიციონირებისგან, რათა შიდა პოლიტიკურ ერთობას რაიმე საფრთხე არ შექმნოდა ამ ძნელბედობის ჟამს, თუმცა ვფიქრობ, რომ უთქმელობა უფრო მეტი დანაშაულია ამ მოცემულობაში. პოსტის დაწერის მიზეზი კი მომცა სალომე სამადაშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ „ფორმულაზე“.

მეგობრებო, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც წლებია შიშველი ხელებით იბრძვის პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არ არის მხოლოდ დიპლომატიური ენით საუბარი იმ ძალასთან, რომელიც 8 წელია საკუთარ მოსახლეობასა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას სრულ დეგრადაციას უკეთებს. ელჩების ჩართულობა ე.წ მოლაპარაკებებში შედეგს ვერ მოგვცემს მანამ, სანამ ადამიანები არ ვისწავლით იმას, რომ ჩვენს მაგივრად ჩვენივე საკეთებელს არავინ გააკეთებს. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ყველამ უნდა გაითავისოს ის, რომ ცალკეული პოლიტიკოსები ელექტორატის გარეშე ვერ მიიღებენ პოლიტიკური ლიდერის სტატუსს, რადგან პირამიდის პრინციპი ამის უფლებას არ მისცემთ, საძირკველის გარეშე კიდევ, სიმაღლეზე ვერ ახვალ.

რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, არც ერთ ასპექტში არ ვეთანხმები ქალბატონი სამადაშვილის პოზიციას, რადგან მისი ე.წ დავარცხნილი ტექსტებით პუტინის რუსეთთის მართულ ხელისუფლებასთან საუბარი წარმატებას ვერ მოგვიტანს. ეს ომია, რომელშიც მარტო ჩვენი შვილების მომავლის გამო უნდა გავიმარჯვოთ. ამიტომ, დადგეს სამადაშვილის მსგავსი პოლიტიკური პოზიციების მქონე პოლიტიკოსების ენმ-დან ცივილური გზებით გაშვების საკითხი, რადგან ეს არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მე, ჩემი ყველა არსებული რესურსით დავტოვებ იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც უკვე 16 წელია ერთგულად ვემსახურები სრულად ჩემი ენერგიითა და მთელი ოჯახით !!! სქრინი მაგალითისთვის ვისთვის რას ნიშნავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ – წერს გრიშელ ბერძული.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია