fbpx

ნატო-ს სამიტებზე არაწევრი ქვეყნების მიწვევა არ ხდება-მირიან ყარაულაშვილი

ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი-

ეხლა ერთი რაღაც უნდ დავწერო და ყველას ძალიან გთხოვთ- თუ რაიმე შემეშალა და არასწორად დავწერე, აუცილებლად შემისწორეთ კომენტარებით!!!… ბოლო დღეებში უკვე სახელისუფლებო მედიასივრცეშიც გაჟღერდა რამოდენიმეჯერ მესიჯი, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს მომავალ სამიტზე მიწვეულები არ არიან , იმიტომ რომ ამ ქვეყნებმა და მათმა ხელისფლებამ ვერ/არ შეასრულეს ნატო-ს მოთხოვნები და ა.შ…ეს პროვოკაციული მესიჯი ზოგადად მედიასივრცეში შემოაგდო რამოდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-ატაშემ მარია ზახაროვამ , ხოლო შემდეგ ეს შემგდებული მესიჯი განავითარა ე.წ. “ქართულმა ევრონიუსმა” , რომელმაც ამ ვითომ და რეალურ ხდომილობაზე კომენტარები აკეთებინა “დამოუკიდებელ ექსპერტს” ნიკა ჩიტაძეს!!! 🙂ეს ნიკა ჩიტაძე როგორი დამოუკიდბელიცაა-მგონი , ახალშობილმაც იცის უკვე საქართველოში;

რაც შეხება ქართულ”ევროვიზიას”-ამაზე ორი თუ სამი წლის წინ დავწერე აქ – ჯერ კიდევ მის ამოქმედებამდე.ამხელა შესავალის შემდეგ ეხლა ოფიციალურად ვამბობ , რომ ნატო-ს წესდების თანახმად, ნატო-ს სამიტებზე იწვევნ მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებს(კონსტიტუციურ მეთაურებს) , მხოლოდ და მხოლოდ!!!თუკი საქართველო, უკრაინა ამ რომელიმე სხვა ქვეყანა იღებდა ოდესმე მონაწილეობას ნატო-ს სამიტში, ეს ხდებოდა ან კონკრეტული სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის საჭიროებისათვის( როგორიც იყო ერაყის, ავღანეთის და აფრიკის ქვეყნების სამხედრო მისიები), ან საქართველოს წარმომადგენლები დასდევდნენ დერეფნებში ნატო-ს ქვეყნების მეთაურებს და მართლა ქართული “მაღარიჩის” შეპირებით სთხოვდნენ ნატო-ში გაწევრიანების აქტივობის გეგმის (NATO MAP) მიღებას, როგორც ეს ხდებოდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე!!!როგორც უკვე ცნობილია, ნატო-მ სამხედრო ოპერაციები შეწყვიტა როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში , ასე რომ ჩვენი ჯარი , როგორც ცნობილია სექტემბრამდე დატოვებს ამ ტერიტორიას.ისიც დიდი ხანია ცნობილია, რომ ამ , 2021 წლის სამიტზე საქართველოს მიღება ნატო-ს წევრად არ ყოფილა დაგეგმილ-გათვალისწინებული!მაშინ, რისთვისღა უნდა მიეწვიათ წელს საქართველოს დელეგაცია ნატო-ს სამიტზე???

დანარჩენ სამიტებზე არ ყოფილა არც ერთი ნატო-ს არაწევრი ქვეყნის მეთაურის მიწვევა -არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად!!! როგორც გვახსოვს, 2020 წელს სამიტი არ ჩატარებულა პანდემიის გამო; დანარჩენი სამიტების შესახებ ინფორმაცია ოფიციაალურად შეგიძლიათ მოიპოვოთ ნატო-ს ვებ-გვერდზე (ww.nato.int ) .ძალიან დამავალებთ – ვინც შემეკამათებით და ოფიციალური ინფორმაციის დონეზე დამაჯერებთ, რომ ოდესმე ნატო-ს სამიტებზე ხდებოდა არაწევრი ქვეყნების მიწვევა , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდებოდა ახალი წევრების მიღება ან სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა. გთხოვთ, თქვენ კომენტარებს დაურთოთ ოფიციალური მასალის ლინკი.დიდი მადლობა!!!

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია