ნეოლიბერალურმა პლატფორმამ, რომელიც დღეს აერთიანებს, ოპოზიციურ მედიას, დასავლეთიდან დაფინანსებულ ენჯეოებსა და აქტივისტებს, ასევე ოპოზიციურ პარტიებს წესად აქციეს საქართველოში უმრავლესობის უფლებების შელახვა, ასევე უმრავლესობის უფლებების შელახვის ფაქტებზე დუმილი ან კიდევ უარესი, მათი მხრიდან შელახვის მხარდაჭერის წახალისება, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დასავლურ დემოკრატიაში ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებაც კი დასჯადია, ხოლო საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის ქადაგება და დამკვიდრება, იმავე დასავლეთის მხრიდან არის მხარდაჭერილი და დაფინანსებული.
“ნატაფერაძეობის ზეიმი საქართველოში
ნეოლიბერალურმა პლატფორმამ, რომელიც დღეს აერთიანებს, ოპოზიციურ მედიას, დასავლეთიდან დაფინანსებულ ენჯეოებსა და აქტივისტებს, ასევე ოპოზიციურ პარტიებს წესად აქციეს საქართველოში უმრავლესობის უფლებების შელახვა, ასევე უმრავლესობის უფლებების შელახვის ფაქტებზე დუმილი ან კიდევ უარესი, მათი მხრიდან შელახვის მხარდაჭერის წახალისება.
სწორედ ასეთ ფაქტს განეკუთვნება 7-8 მარტის მოვლენების დროს ჩადენილი ვანდალიზმი ქაშვეთის ეკლესიის თუ საპატრიარქოს კედლებზე.
7-8 მარტის მოვლენებს გარდა ვანდალიზმისა, თან ახლდა სხვისი ქონების განზრახ განადგურების ფაქტები, რომლისთვისაც დღემდე არავინ დასჯილა.
ანალოგიურ პრეცედენტად შეიძლება განვიხილოთ შობის თარიღთან დაკავშირებული ლაშა ბუღაძის მიზანმიმართული, პროვოკაციული განცხადება, რომელიც შეურაცხყოფდა მართლმადიდებლური მრევლის ინტერესებს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, ბუღაძეებს და მისნაირებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას უკრძალავთო, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა, ვინაიდან ნებისმიერი პირის უფლების ზღვარი გადის იქ სადაც იწყება სხვისი (ან სხვათა) უფლება, ბუღაძის პროვოკაციული გამოხტომაც ამიტომაა დანაშაული, რომ მან ამ “პოზიციი” ხელყო, საქართველიში, უმრავლესობაში მყოფი მართლმადიდებლების უფლებები.
თუკი დასავლურ დემოკრატიაში ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებაც კი, და მით უმეტეს, ფაშისტური იდეოლოგიის ქადაგება სისხლის¬სამართლებრივად დასჯადია, ჩვენთან ლიბერალური ფაშიზმის ქადაგება და დამკვიდრება, იგივე დასავლეთის მხრიდან რატომაა მხარდაჭერილი და მსუყედ დაფინანსებული?
საქართველოში აკრედიტებული ზოგიერთი საელჩოებისა, ფონდებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, მახინჯმა პოლიტიკამ, იმ ქვეყნების გადასახადების გადამხდელთა თანხების არამიზნობრივად ხარჯვამ საქართველოში
მიგვიყვანა გუშინდელ ვანდალიზმამდე და ნატა ფერაძეების აღზევებამდე.
გუშინ სამების საკათედრო ტაძარში განთავსებული ხატის მარია მასკოვსკაიას შებღალვით, ფსევდოლიბერალმა ფაშისტებმა არა მხოლოდ მორიგჯერ დაარღვიეს რელიგიური უმრავლესობის უფლებები, არამედ ყველას დაანახვეს, რომ საქართველოში შეიძლება მოხდეს შუა საუკუნეების ხატთმებრძოლების და კომუნისტური „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის რეანიმაცია“.
ამის წინააღმდეგ მხოლოდ სამართლებრივი რეაგირება არასაკმარისია, ასევე საჭიროა იმის მოთხოვნა, რომ საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, საერთაშორისო ფონდებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ მათ მიერ მხარდაჭერილი „უფლებადაცვითი“ ორგანიზაციების ქმედებებზე, რომლებიც აშკარა მოწონებით და წახალისებით შეხვდნენ ეკლესიაში მომხდარი ვანდალიზმის ფაქტს.
საელჩოებმა და ფონდებმა თვითონაც ან ღიად მოიწონონ ლიბერასტი ფაშისტების ასეთი ქმედებები და ყველასთვის გასაგები გახადონ საკუთარი მისია ჩვენს ქვეყანაში, ან დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ვანდალების დაფინასება-მხარდაჭერა.
გასაგებად აუხსნან ქართველ ხალხს, ის რაც მათ ქვეყნებში დანაშაულია და დასჯადია, რატომაა იგივე ქმედება (მათი გაგებით)ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა?
ისინი საკუთარი გაუაზრებელი თუ მიზანმიმართული პოლიტიკით, ცდილობენ დეფაქტოდ დაგვიკანონონ ნატაფერაძეობა. დიახ სამწუხაროდ ეს არის ის რეალობა, რის დანერგვა- დამკვიდრებასაც გარე ძალები ცდილობენ საქართველოში.” – წერს კაკაბაძე Facebook-ზე.