fbpx

ნათია თურნავა: „ნამახვანიჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია გამოითხოვოს

„ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გამოითხოვოს. ეს დოკუმენტი აქამდეც უკვე არაერთგზის გვაქვს მიწოდებული“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ცაგერში „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.

„გარდა ამისა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამინისტროს ვებ და ფეისბუქგვერდზე ძალიან დეტალური პასუხი იმ ფსევდოსამართლებრივ ანალიზზე, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს. ძალიან ნათლად ვხედავთ იმას, რომ მათი სურვილია, ანტიჰესების კამპანიას შეუერთდნენ. მათი დასკვნა ძალიან ზედაპირული და არაკომპეტენტურია. ამდენად, როდესაც გაეცნობით ჩვენს დეტალურ განმარტებას, ბევრი კითხვის პასუხს მიიღებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია