fbpx

ნაბიჭვარმა ემა გოგოხიამ ერთი ზარით რომ დააპატიმრებინა თქვენი კოლეგა გოგოსაშვილი, რატომ არ ატეხეთ თქვენებური გნიასი?-ირინა გოგოსაშვილი

ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი კოლეგებს მიმართავს-არასდროს დამიწერია და ახლა ვიტყვი…,,გმირობანას,, თამაშით რომ გაერთნენ ზოგიერთები,ნუ ავიწყდებათ -ჯერ ცოცხლები ვართ!ჟურნალისტები მხოლოდ მაშინ ხართ, როდესაც საფრთხე თქვენს კეთილდღეობას ემუქრება ?!მაშინ სად მამაჩემის მამასთან იყავით, მარტოხელა მონადირესავით საქართველოს უახლოესი ისტორიის უნიკალურ კადრებს რომ ვიღებდი და ოპერატორიც კი არ მყავდა, ისევე როგორც არ ვსარგებლობდი 1 არხის ვიდეოკამერით, კასეტებით და ყველა გადაღებაზე ,,ჩემი ხოდით,,ჩემი ,,პაიოკით,,და მედიკამენტებით დავდიოდიი! ხელფასიც რომ არასდროს ამიღია ეგ ცალკეა…მაშინ სად უკანალში იყავით და ხართ დღესაც, როცა ჩემ გადაღებულ კადრებს უშვებთ ეთერში და კრინტსაც არ ძრავთ ,ჩვენი კოლეგის ირინა გოგოსაშვილის გადაღებულიაოო? რამდენი გადაცემა მიუძღვენით დაკარგულ ტერიტორიებს, რამდენჯერ მიიწვით სტუდიებში თითქმის ყველა და რამდენჯერ დამიძახეთ მეე?მეტიც, როდესაც გადაცემაში მიწვეულმა ერთმა კოლეგამ გითხრათ ირინა იქნებაოო? -გაიხსენეთ რა პასუხი დაუბრუნეთ? ,,უიმეეე, ირინას ეთერში მოწვევა როგორ შეიძლება, აგვირევს გადაცემას და სულ სხვა მიმართულებით წაიყვანს, თანაც მაგის პიარი არ გვაწყობს,,-ო! ის ჟურნალისტიც ცოცხალია ვისაც ეს სიტყვები უთხარით და მეც!2003-04 წლებში როგორ დამცინოდით თქვენს ეთერში დაპატიმრებულ, სახლ-კარ გადამწვარ კოლეგას, გახსოვთ?ნაბიჭვარმა ემა გოგოხიამ , რომელიც ჩემთან ერთად იწერდა ინტერვიუს საპატრულოს თანამშრომლებთან , ფოთის ხიდიდან განხორციელებული 1 ზარით რომ დააპატიმრებინა თქვენი კოლეგა გოგოსაშვილი, რატომ არ ატეხეთ თქვენებური გნიასი- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჩვენი კოლეგა დააკავეს და აბსურდული ბრალიც წაუყენეს-ჯაშუშობაოო?! იარაღის ტარებაც რომ უნდა შეეტენათ და მანქანის სავარძლის ქვეშ ამოდეს ,მაგაზე აღარაფერს ვამბობ…. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ნაბრძოლი ,ჩემი 13-14 წლის ნაომარი შვილი, ლიეჟში, რომში თქვენი ბელადს და მის რეჟიმს რომ აპროტესტებდა, აქ თქვენმა ტელევიზიებმა რატომ ათრიეთ თქვენეული კომენტარებით-რუსეთის აგენტიაოო?და ვინ ათრევდით, ვინ? ჭეშმარიტად რუსეთის მოთრეული ხელისუფალის და მისი მედუდუკეთა ამქარის ტელევიზიებიი?მაშინ რატომ არ ატეხეთ ჟრიამული, 7 ნოემბრის აქციის შემდეგ ნადირობა რომ დაიწყო ნამდვილ პატრიოტებზე და ნეკნებჩატეხილი , დალურჯებული ჩემი შვილი, რომელსაც 20 ზონდერი ურტყავდა , ჩვენი კოლეგის შვილს გაუსწორდნენ ჯალათებიოო?!სახალხო დამცველის დასკვნაში მოხვდა და თქვენს ობიექტივში ვერააა?!თქვენს დედებზე რომ მოთქვამთ,,იცით დედაჩემი რა დღეშიაო?,, დედაჩემი რომ 2 ჯერ თქვენ მოკალით,თქვენი დამცინავი სიუჟეტებით,, სახლი თვითონ დაწვა,, -ს ძახილით და ინსულტამდე მიიყვანეთ,ეგ იცით? ყველა ხელისუფლება ძვირფასი განძივით ტელევიზიიდან ტელევიაზიაში რომ დაგატარებთ, მაღალ ხელფასებს გინიშნავენ, სახლებსა და აგარაკებს რომ გჩუქნიან,ქორწილებში, ნათლობებზე და ქელეხებში გპატიჟებენ, ხან ოპოზიციაში გათამაშებენ, ხან ხელისუფლების მხარედ, მთელი მოდგმა რომ დასაქმებული გყავთ არსებული ხელისუფლებების მეშვეობით და მაინც იძახით -დამოუკიდებელი მედია ვართო,თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ და ვინმე დებილი ხომ არ გგონიათ?!მაგ თქვენეული,, მიუკერძოებელი,,ტელევიზიებით და ხელისუფლებისვე მოცემული ჩანაწერებით, როდემდე უნდა არიოთ ქვეყანაც და ის ოჯახებიც, ვისაც ნებისმიერი ხელისუფლების დროს დალხენილი ცხოვრება არ ჰქონია და ვისაც თქვენისთანების მიერ არეულ სალხინეთში მხოლოდ სასაფლაოღა დარჩაა?!თქვენ როგორ შეიძლება დამოუკიდებლები გერქვათ? არ გრცხვენიათ თუ სიტყვა,,დამოუკიდებელი,,-ს მნიშვნელობა არ იცით?ჰოდა მოკეტეთ, ვიდრე თითოეული თქვენისთანას სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დედნები გამოუქვეყნებიათ,გამოგეთ?არა ბიჭო და….. სულ თქვენი ინტელექტით, მაღალი განსწავლულობით და სამშობლოსადმი გაწეული ღვაწლის გამო გაჯილდოვებენ, გასაქმებენ და შემოგციცინებენ!!!დავაი, რააააა?

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება