fbpx

მწერალ ალექსანდრე პაიკიძის განცხადებით, დღეს, რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება

ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ლიდერის, მწერალ ალექსანდრე პაიკიძის განცხადებით, დღეს, რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება. როგორც მან აღნიშნა, საპროტესტო აქციები ერთდღიანი არ იქნება, არამედ მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საკითხი არ მოგვარდება.

„18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან რიონის მცველების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება. ეს არ გახლავთ ერთი რომელიმე ორგანიზაციის აქცია, აბსოლუტურად სახალხო იქნება იმ ხალხის მხარდაჭერა, რომელთა უფლებები უკვე რამდენიმე თვეა იზღუდება. ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია, ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ რიონის ხეობის მცველები და სახელმწიფო არ დაუბრუნდება იმ პირობებს და მოთხოვნებს, რომელიც ხეობის მცველებმა დააყენეს, საუბარია დიალოგზე. შესაბამისად, ეს ერთდღიანი პროცესი არ იქნება“, – განაცხადა პაიკიძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ღამეც გაათიონ და პროტესტი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

ცნობისთვის, „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ რიონისპირა სოფლების მცხოვრებლებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დააფუძნეს. ისინი „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ამ დრომდე აპროტესტებენ.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია