fbpx

მცხეთაში აქციაზე ფიზიკური დაპირისპირებაა – აქტივისტები მერიის შენობაში შეჭრას ცდილობენ

მცხეთის მერიასთან საპროტესტქო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებენ.

აქტივისტები მერის გადაყენებას ითხოვენ.

ადგილზე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.  დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა აქტივისტებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს.

აქციის მონაწლეეი მერთან შესვლას ითხოვენ, თუმცა უწყებიდან გამოხმაურება ამ დრომდე არ ყოფილა.

ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.

ვითარება დაძაბულია, მობილიზებულია პოლიცია.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია