fbpx

მსოფლიო ჩემპიონს ავათანდილ ჭრიკიშვილს უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა!

დღეს, 21 მაისს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრსა და მსოფლიო ჩემპიონს – ავთანდილ ჭრიკიშვილს უმძიმესი ხელის ოპერაცია ჩაუტარდა.

მან 2017 წელს გერმანიაში შეკრებისას ხელის ტრავმა მიიღო (სახსარში ძვლები ჩაემსხვრა და ნერვი ძვლებს შორის მოყვა, რის გამოც ნერვი დაიჭყლიტა) რის შემდეგაც ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ვინაიდან და რადგანაც საქართველოს ჩემპიონატი ახლოვდებოდა, იგი იძულებული იყო, რომ ნაოპერაციები ხელით ეჭიდავა, რამაც სავალალო შედეგი გამოიღო. მისი რეაბილიტაცია და შეხორცება სწორად ვერ მოხერხდა და ამის გამო უარესი შედეგი დადგა.

ამ ტრავმის შემდგომ მან ხელში მგრძნობელობა თითქმის დაკარგა და მხოლოდ 13% ჰქონდა. შესაბამისად, 2017 წლიდან დღემდე ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ტრავმირებული ხელით ჭიდაობდა.

დღევანდელ ოპერაციაში კი 2 ქირურგი (ტრავმატოლოგი და ნეიროქირურგი) მონაწილეობდნენ და 4 საათიანმა ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ახლა კი ავთო რეაბილიტაციის პროცესს გაივლის და შემდეგ ტატამს დაუბრუნდება.

გაუზიარე!

0Shares
0 0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია