fbpx

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ომის გამო სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით უკრაინამ 15 წლით უკან დაიხია

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად სიღარიბის ზღვარს მიღმა კიდევ 8 მილიონი უკრაინელი აღმოჩნდა, თუმცა ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდებოდა, უკრაინას ომამდე რეფორმები რომ არ განეხორციელებინა. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საკითხებში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, არუპ ბანერჯიმ განაცხადა.

„რუსეთის შეჭრა უკრაინაში – ეს არის ტრაგედია, რომელსაც სერიოზული ადამიანური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვა. ჩვენი მონაცემებით, ომამდელ პერიოდთან შედარებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა კიდევ 8 მილიონი უკრაინელი აღმოჩნდა. სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით ქვეყანამ 15 წლით უკან დაიხია“, – აცხადებს არუპ ბანერჯი.

ამასთანავე, მისი განცხადებით, უკრაინელებმა და მთელმა ქვეყანამ გამოავლინეს წარმოუდგენელი სიმტკიცე, რაც, დიდწილად, აიხსნება მაკროეკონომიკური მართვისა და ინსტიტუტების განვითარების სფეროში გატარებული რეფორმებით, რომელიც ქვეყანამ ომამდე გაატარა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება