“ხალხის ძალის” წევრი ექსპერტი დავით ქართველიშვილი მოკლულ ჯუმბერ სილაგავას ოჯათან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს.
“მესმის, რომ უკრაინაში ელჩი აღარ გვყავს, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე რაღაც გამოხმაურება ხომ უნდა გვქონდეს? ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ წარმოუდგენელი: თბილისში (ბათუმში) დღისით-მზისით პატრულის თანამშრომელმა უკრაინელი მამაკაცის ცოლი რომ ფეხქვეშ გაიგდოს, მერე ეს უკრაინელი ზურგში გასროლით მოკლას და ეს ყველაფერი მისი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ხდებოდეს. იცით რა მოჰყვებოდა ამას?
უკრაინა ყველა ხელმისაწვდომ პლატფორმაზე თავისი ანტიქართული პოლიტიკის გრადუსს უსაშველობამდე აწევდა, საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტდა და ჩვენი დასანქცირების საკითხს საერთაშორისო დონეზე წამოწევდა. “მესმის”, რომ ომია, “მესმის”, რომ “ცალმხვრივი მეგობრობის” რეჟიმში ვართ. სიმეტრიული ზომების ამოქმედებას არც ველოდები…
მაგრამ, დღეს ამ მოკლული ბიჭის (ჯუმბერ სილაგავას) ცოლ-შვილი სერიოზულ “შარშია” და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ზღულაძე-დეკანოიძის რეფორმირებული და ადეიშვილის საკურატორო პოლიციური სისტემა უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის ჩარჩოებში ამ ქალს, ამ ქვრივს ცდილობს აქეთ წაუყენოს ბრალდება, ხოლო ამ დანაშაულის კადრების გავრცელების გამო, არაა გამორიცხული შური იძიონ მოკლულის მცირეწლოვან შვილებზეც, რომლებმაც ყველაფერი კამერაზე გადაიღეს.
სასწრაფოდ შევთავაზოთ ოჯახს საქართველოში დევნილების სტატუსი! მივმართოთ ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას, აიყვანოს თავისი მეთვალყურეობის ქვეშ ამ ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლად ჩარჩენილების ბედი. ხოლო საქართველოში ჩამოსვლის თანხმობის შემთხვევაში – დახმარება გაუწიონ ოჯახს აქ უსაფრთხო გამგზავრებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ იქ უბრალოდ გააქრობენ, მათ იქ გაანადგურებენ!” წერს დავით ქართველიშვილი.