fbpx

მოდის 5 საათზე გახარია, ითხოვს შეხვედრას ვიწრო წრეში-ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე მომხრე იყო, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი მოეხსნათ. ირაკლი კობახიძე ქრონოლოგიურად იხსენებს იმ დღეებს, როდესაც დეპუტატები უმრავლესობის შეხვედრებს მართავდნენ, სადაც ნიკა მელიას საკითხს და მისი იმუნიტეტის მოხსნის შესახებ მსჯელობდნენ.

კობახიძე “ღამის კურიერში” იხსენებს უმრავლესობის შეკრებას, რომელიც, სავარაუდოდ, 8 თებერვალს შედგა – მსჯელობას არ ესწრებოდა გიორგი გახარია, თუმცა გამოიკვეთა ზოგადი დამოკიდებულება, რომ “საკითხის დადებითად გადაწყვეტის კუთხით დამოკიდებულება პოზიტიური იყო”.

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე, რომელსაც ამჯერად უკვე გიორგი გახარიაც ესწრებოდა, ის აქტიურად ითხოვდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.

“განსხვავებული მოსაზრებები იყო, მთელი რიგი დეპუტატების მხრიდან გამოითქვა განსხვავებული პოზიცია. 10-მდე დეპუტატი იყო ასეთი. მათ ჰქონდათ საკუთარი არგუმენტები. როდესაც ასეთი რთული გადაწყვეტილება მიიღება, ბუნებრივია, არგუმენტები არის ორივე მხარეს. ამიტომ დაისვა ასეთი განსაკუთრებული ფორმით დეპუტატების მხრიდან ეს საკითხი.

თქვენ გახსოვთ, რომ წინა მოწვევის პარლამენტმა მოუხსნა მელიას იმუნიტეტი, თუმცა შემდეგ იმ ეტაპისთვის აღმოჩნდა რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები და ისე მოხდა, რომ დეპუტატებმა მოუხსნეს ნიკა მელიას იმუნიტეტი, მაგრამ ის არ იქნა დაკავებული. რაც იყო მძიმე პარლამენტარებისთვის და მათ უნდოდათ იმის მტკიცებულების მიღება, რომ ამ შემთხვევაში მთავრობა უკან არ დაიხევდა და სასამართლოში შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნებოდა აღსრულებული. იმიტომ რომ, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებას არ უნდა ეჩვენებინა სისუსტე. პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ მიიღებოდა იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით, დეპუტატების სურვილი იყო, რომ ისინი არ აღმოჩენილიყვნენ სუსტ მდგომარეობაში,“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, პრემიერმა გუნდის წევრებს მისცა პირობა, რომ საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის შემთხვევაში აღსრულდებოდა კანონი და თუ სასამართლო ნიკა მელიას პატიმრობას შეუფარდებდა, მას დააპატიმრებდნენ. 

ამ შეხვედრის შემდეგ, სადაც დეპუტატებმა გიორგი გახარიას პირობა მიიღეს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სამი დღის გასვლის შემდეგ გახარიამ დეპუტატებისთვის მიცემული ეს პირობა შეცვალა და მათ განუცხადა, რომ ნიკა მელია არ უნდა დაპატიმრებულიყო დაუყოვნებლივ.   

“16 თებერვალს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.  ამ დრომდე გიორგი გახარია ისევ იმავე პოზიციაზეა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს. 17-ში დღის პირველ ნახევარში არავითარი განსხვავებული პოზიცია ჩვენ არ მოგვისმენია და 17-ში, როდესაც უკვე ჩაინიშნა სასამართლო სხდომა და უკვე აქტუალური გახდა ეს საკითხი, დიდი ალბათობით, სასამართლო შეუფარდებდა პატიმრობას მელიას, მოდის 5 საათზე გახარია, ითხოვს შეხვედრას ვიწრო წრეში და ის აცხადებს, რომ მელია არ უნდა დავაპატიმროთ მყისიერად. ანუ, რა პირობაც მისცა მან საპარლამენტო უმრავლესობას, იმ პირობის წინააღმდეგ წავიდა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე.“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ გიორგი გახარიას არგუმენტად მოჰყავდა ის საკითხი, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, აქტივისტების ყველაზე მეტი კონცენტრაცია იქნებოდა მეორე დილით და შემდეგომ ეს კონცენტრაცია შემცირდებოდა. თუმცა, უმრავლესობას ამის საპირისპირო არგუმენტი ჰქონდა და ირწმუნებოდა, რომ კონცენტრაცია კი არ შემცირდებოდა, არამედ ის გაიზრდებოდა, რაც მისი თქმით, დადასტურდა კიდე

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია