fbpx

მობილური მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი 2023-ში „მაგთიკომს“ 42 მილიონით,„სილქნეტს“ 35 მილიონით, ხოლო „სელფი მობაილს“ 14 მილიონით გაეზარდა

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით, მობილური ოპერატორებისთვის საცალო მომსახურებებიდან მიღებული შემოსავალი 92 მილიონი ლარით გაიზარდა და 788 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 49% – „მაგთიკომმა“, 35% – „სილქნეტმა“, ხოლო 16% – „სელფი მობაილმა“ შეადგინეს.
„მაგთიკომმა“ გასულ წელთან შედარებით, მობილური მომსახურებებიდან 42 მილიონი ლარით მეტი მიიღო და სულ 385 მილიონი შეადგინა. „სილქნეტისთვის“ შემოსავალი 35 მილიონით გაიზარდა და 275 მილიონს გაუტოლდა. „სელფი მობაილმა“ კი 2022 წელთან შედარებით, 14 მილიონი ლარით მეტი მიიღო და შემოსავალმა ჯამში 127 მილიონ ლარს მიაღწია.
2023 წლის მონაცემების მიხედვით, თვის განმავლობაში 1 აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი (ARPU) წინა წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და 12.8 ლარი შეადგინა.
ოპერატორების ჭრილში კი, 2023 წელს „მაგთიკომისთვის“ ARPU-ს მაჩვენებელი 0.5 ლარით გაიზარდა და 14.6 ლარი გახდა. „სილქნეტისთვის“ იგივე მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 1.2 ლარით გაიზარდა და 13.3 ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება „სელფი მობაილს“, მისთვის ARPU ასევე 1.2 ლარით გაიზარდა და 8.9 ლარი შეადგინა. „ჰალოს“ შემთხვევაში კი 1.5 ლარით გაიზარდა და 8.5-ს გაუტოლდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება