fbpx

მმართველი პარტია კონკრეტულ ტელევიზიებთან კომუნიკაციას წყვეტს-გია ვოლსკი

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველი პარტია კონკრეტულ ტელევიზიებთან კომუნიკაციას წყვეტს

ვოლსკი ამბობს, რომ კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტი მანამ გაგრძელდება, სანამ “ნორმალური ურთიერთობა” არ დაბრუნდება.

“მოწმე გავხდით გაუგონარი, საქართველოსთვის, დემოკრატიული სამყაროსთვის აბსოლუტურად შეუფერებელი, მორალურ-ფსიქოლოგიური ტერორის. ეს ხორციელდება კონკრეტული ტელევიზიების მიერ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ და რაც მთავარია, კონკრეტული პოლიტიკური პოზიციიდან. სრულიად უზნეოდ და სრულიად დაუსაბუთებლად, ასევე ამორალურად, გარდაცვლილი კოლეგის საკითხს იყენებენ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში.

სანამ ჩვენ არ დავბრუნდებით ნორმალური ურთიერთობის, რესპონდენტისა და ჟურნალისტის ურთიერთობის ფორმატში, თუნდაც უმწვავესი შეკითხვებით, თუნდაც უმწვავესი დაპირისპირების, ჩვენ არ ვართ განწყობილი და სწორი დემარშია, რომ საერთოდ კომენტარი არ მივცეთ კონკრტულ ტელევიზიებს”,- ამბობს ვოლსკი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია