fbpx

მიხეილ სარჯველაძე: ყველა ავტორიტეტული და მიუკერძოებელი კვლევის მიხედვით საქართველოს აქვს შთამბეჭდავი უპირატესობა

ამას ამ მოკლე პერიოდში სამართლიანად დაერქვა სახელი, ეს არის საბოტაჟი გარკვეული პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, – ასე გამოეხმაურა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის მონაცემებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

„ყველა ავტორიტეტული კვლევის მიხედვით, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის მიუკერძოებელი პოლიტიკურად, ყველგან საქართველოს აქვს შთამბეჭდავი უპირატესობა. განსხვავებით ისეთი შეფასებებისგან, სადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მე ვფიქრობ შეგნებულად ამახინჯებენ ვითარებას მარტო იმიტომ, რომ ამით უკეთესი პლაცდარმი შეუქმნან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის მოცემულობა, რომელიც გვაქვს ამ საკითხების ირგვლივ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება