fbpx

მიხეილ სარჯველაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს პარტიაც უფრო გაძლიერებულია და აღმასრულებელი ხელისუფლებაც

მიხეილ სარჯველაძემ მმართველ გუნდში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე „ქრონიკაში“ ისაუბრა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობების გაცვლა გააძლიერებს როგორც პარტიას, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას.

„ეს გადანაცვლება კი მოინათლა გუშინ საჭადრაკო ტერმინით „როქი“, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ერთგვარი გამბიტიც, რომ ახალ გამოწვევებს ახლებურად შევუტიოთ, ახალი ენთუზიაზმით, ახალი ენერგიით. ვფიქრობ, ორივე შემთხვევაში გამართლებულია, იმიტომ რომ ერთ ირაკლის – კობახიძეს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა საკითხებთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ხედვის სიახლე, ახალი კონფიგურაციები იყოს შეთავაზებული, შეიძლება ახალი პრიორიტეტები გაჩნდეს ამ მიმართულებებით. არანაკლებად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესებსა და პარტიული სტრუქტურების მუშაობაში პრემიერ-მინისტრის ჩართულობა. ეს ნიშნავს, რომ წინა პოზიციებზე მუშაობისას დაგროვილი გამოცდილებით, ეს ორი ირაკლი შეძლებს ამ ორი სფეროს გამდიდრებას. ამიტომ, დღეს პარტიაც უფრო გაძლიერებულია და აღმასრულებელი ხელისუფლებაც“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება