ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრი, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს
შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ
თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
მიხეილ სარჯველაძემ და ჰიდეკი იშიძუკამ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის
სააგენტოსა (JICA) და სამინისტროს ერთობლივი პროექტები განიხილეს. მინისტრმა,
იაპონიის ელჩს ის პროგრამები გააცნო, რომლებსაც უწყება ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლების და ქვეყნის მოსახლეობის სოციალური
დაცვის კუთხით ახორციელებს.
მიხეილ სარჯველაძემ და ჰიდეკი იშიძუკამ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მიმართულებებით, სამომავლოდ, კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის
პერსპექტივებიც განიხილეს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის, იაპონიასთან პარტნიორული
ურთიერთობები, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, შესაბამისად, ძალიან
მნიშვნელოვანია ყველა ის პროგრამა, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში
ხორციელდება.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოში
იაპონიის საელჩოს მესამე მდივანი ოტარო ივატარე.