fbpx

მიხეილ სარჯველაძე: გუშინდელ შეხვედრაზეც აღინიშნა, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ევროკავშირის დოკუმენტებთან მიერთების მაჩვენებლის გაუმჯობესების კუთხით უკვე ამ დრომდეც გადადგმულია სერიოზული ნაბიჯები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საქართველო მუშაობს იმაზე, რომ ევროკავშირს საკანონმდებლო დონეზე დაუახლოვდეს, თუმცა არის რიგი საკითხები, სადაც ევროკავშირი საქართველოს სპეციფიკურობას ითვალისწინებს.

როგორც სარჯველაძემ „ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, სამუშაო შეხვედრაზე, სადაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემულ 9 პრიორიტეტზე იმსჯელეს, ითქვა, რომ კანონმდებლობის დაახლოების კუთხით მაჩვენებლები პოზიტიური მიმართულებით არის გაზრდილი.

„გუშინდელ შეხვედრაზეც აღინიშნა, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ევროკავშირის დოკუმენტებთან მიერთების მაჩვენებლის გაუმჯობესების კუთხით უკვე ამ დრომდეც გადადგმულია სერიოზული ნაბიჯები. მაჩვენებლები, რომელიც არსებობდა კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების დროისთვის, უკვე შეცვლილია პოზიტიურისკენ. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა, მათ შორის ის, რომ ოკუპირებული სახელმწიფო ვართ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკა. ინტერესებს, რომელიც საქართველოს გააჩნია, ძალიან სწორად იგებენ ევროკავშირში. ასე იყო საკითხი სანქციების დაწესება-არდაწესების დროს და ასე დგას საკითხი თითოეულ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება აქტუალური იყოს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა 29 იანვარს გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ლელომ“ ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება