fbpx

მიხეილ რამიშვილი – “მალე მეც დამიჭერენ”

მალე მეც ვიქნები ბრალდებული და მეც დამიჭერენ!“ – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, ისიც დააკავონ.

“მალე მეც ვიქნები ბრალდებული და მეც დამიჭერენ. განცხადება გავაკეთე, რომ ეს არის პირდაპირი მიმართულება, რომ დამნაშავეს აფარებენ ხელს, არ უნდათ ეს კაცი ამერიკაში წავიდეს და ჩამოიტანოს დამატებით ექსპერტების დასკვნები და სურათები.

როგორ შეიძლება წყარო დააკავო?! რა შუაშია წყარო? მე გავასაჯაროვე, მე მივიტანე ინფორმაცია გამოძიებასთან, მაგრამ ეს პირდაპირ არის ნიშანი იმის, რომ სადაც წყარო, იქ მეც დამაკავონ, ეს არის თავი და თავი“,-განაცხადა რამიშვილმა.

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დღეს დააკავეს.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

წყარო – interpressnews.ge


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია