fbpx

მიშას მორიგი ფანდი! სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი განაცხადა

„ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი განაცხადა.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, დღითიდღე სულ უფრო რთული ხდება პაციენტთან მუშაობა ექიმების მხრიდან, რადგან ექიმებს ზოგადად უწევთ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მუშაობ.

„საკმარისია, რომ ექიმმა, ეს იქნება მკურნალი ექიმი თუ მორიგე, გააკეთოს რაიმე ობიექტური განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომ მაშინვე მიუღებელი ხდება პაციენტისთვის და ის გამოხატავს უკმაყოფილებას და წყვეტს ამ ექიმთან ურთიერთობას. ეს არის უკვე მესამე შემთხვევა, მესამე ექიმი, რომელზეც პაციენტი აცხადებს უარს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით, მისი კლინიკური მიმდინარეობის კუთხით, ამ დღეებში არაფერი შეცვლილა.

„რაც შეეხება საკვების მიღებას, რა თქმა უნდა, ეს რჩება დიდ პრობლემად, რადგან ისევ არ ხდება გათვალისწინება ჩვენი რეკომენდაციის და შესაბამისად, ხდება საკვები რაციონის უხეში დარღვევა. ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება პაციენტს, რაც შეეხება აწონვას ორშაბათს არის დაგეგმილი, გუშინ და ამ დღეებში მან უარი განაცხადა აწონვაზე“, – განაცხადა ჩხაიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება