fbpx

მისი გადაწყვეტილება მე არ მოვუწონე,არ იყო ლამაზი-კახა კალაძე

მისი გადაწყვეტილება მე არ მოვუწონე. პირადად ჩემთვის არ იყო ეს გადაწყვეტილება და ლამაზი მისი მხრიდან. როდესაც შენ ხარ ქვეყნის პრემიერმინისტრი, პირველი პირი, ერთერთი ლიდერი გუნდში, ასეთ რთულ ვითარებაში, თან როდესაც ყველას ერთი მოსაზრება გვქონდა და თან მოსაზრება იყო მარტივი – სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და კანონი უნდა კანონობდეს, მორჩა, არ აქვს მნიშვნელობა შენ რაღაც თანამდებობა გაქვს, რაღაცას წარმოადგენ, თუ დანაშაულს ჩადიხარ, შესაბამისად კანონმა უნდა იმოქმედოს. ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, მე ვფიქრობ, პირველ რიგში დამაზიანებელი იყო მისთვის. საქართველოა, საქართველოში ვცხოვრობთ, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას შესაბამისი შეფასებები მოჰყვება საზოგადოების მხრიდან და ეს, რა თქმა უნდა, მომავალში აისახება მასზე და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც

განაცხადა იმედის ეთერში თბილისის მერმა კახა კალაძემ გიორგი გახარიას პრემიერობის პოსტიდან გადადგომის თემის კომენტირებისას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება