fbpx

მირიან ყარაულაშვილი:უკვე 9-10 წელია უმოქმედოდ დგას და მართლა ზეზეურად კვდება, რიყეზე თავის დროზე ოპორტუნისტულად აგებული ე.წ. “დოქები”, იქნებ განხილულიყო იდეა , რომ ამ ნაგებობებში მოეწყოს ცენტრალური აგრარული ბაზარი

… ეს ვირუსი რომ არ “შეგვყროდა” დედამიწელებს, მაინც აუცილებელი იყო საქართველოში დღეს მოქმედი აგრარული(ყოფილი საკოლმეურნეო) ბაზრების დროებითი გაჩერება მათი დასუფთავების, კეთილმოწყობის და სავაჭრო სივრცეების მაღალ სასურსათო-სავაჭრო სტანდარტზე მოსაწყობად!!!

თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ მიაღწია იმას, რომ დღეს ყველგან , დედაქალაქებში მაინც მოქმედებს ყველანაირდ მოწესრიგებული, გაწკრიალებული , სავაჭრო ადგილებით სტანდარტულ დახლებზე ორგანიზებული აგრარული ბაზრები.

აქვე თავს უფლებას მივცემ და ერთ იდეასაც გავაჟღერებ:

– უკვე 9-10 წელია უმოქმედოდ დგას და მართლა ზეზეურად კვდება თბილისის ცენტრში, რიყეზე თავის დროზე ოპორტუნისტულად , დღეს უკვე გარკვეული მერკანტილური იდეებით აგებული ე.წ. “დოქები”;

იქნებ განხილულიყო შესაბამის ინსტანციებში იდეა , რომ ამ ნაგებობებში მოეწყოს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ-ორგანიზებული ცენტრალური აგრარული ბაზარი – სავაჭრო ცენტრი!!!

ოღონდ, ხაზგასმით მხოლოდ აგრარული და მხოლოდ საქართველოში მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით სავაჭრო ცენტრი!

ვფიქრობ, მათ არსებულ ქვედა დონეზე შესაბამისი მისასვლელი გზაც და პარკინგიც ადვილად მოეწყობოდა…

ვიფიქროთ და განვიხილოთ !!!

🙂

პ.ს. : იდეა უფასოა და არავითარ ბენეფიტს არ ვითხოვ მისი განხორციელების შემთხვევაში!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება