fbpx

მი­ნა­ხავს, რო­გორ წმენ­დდა ეზოს მუ­შებ­თან ერ­თად თოვ­ლის­გან-მანანა თოქმაჯიშვილი

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” უკვე ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. პარ­ტი­ამ თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის ახალ კან­დი­და­ტად ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე წა­რად­გი­ნა.

ქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი, რომელიც ადრე ბიძიანა იავნიშვილის პიარში მუშაობდა, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან პირ­ველ შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს:

“2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ჩემი და­ბა­დე­ბის დღე ახ­ლოვ­დე­ბო­და, რო­დე­საც მისი პირ­ვე­ლი ღია წე­რი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა. რო­გო­რი გა­რე­მო იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვფიქ­რობ, ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს – სრუ­ლი უი­მე­დო­ბის პე­რი­ო­დი.

სა­დღაც ერთ კვი­რა­ში მის ოფის­ში აღ­მოვ­ჩნდი. მახ­სოვს, თა­ვად შე­მო­ვი­და ჩვენ ოთახ­ში, გა­მეც­ნო და წარ­მა­ტე­ბე­ბი მი­სურ­ვა. მა­შინ პირ­ვე­ლად ვნა­ხე ფი­ზი­კუ­რად ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის შე­სა­ხებ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი ვი­ცო­დი, გარ­და იმი­სა, რომ მან გა­ა­ჩი­ნა იმე­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მე­ო­რე დღეს, რო­დე­საც ყა­ვის და­სა­ლე­ვად სამ­ზა­რე­უ­ლოს ვე­ძებ­დი დაბ­ნე­უ­ლი, კი­დევ უფრო და­ვი­ბე­ნი მას­თან მო­უ­ლოდ­ნე­ლი  შე­ჩე­ხე­ბით: – მა­ნა­ნა, ხომ არ და­გეხ­მა­რო? სა­ხე­ლი რომ იმ­თა­ვით­ვე და­ი­მახ­სოვ­რა, ჩემ­თვის მა­შინ ეს სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე იყო.

ყვე­ლა უხერ­ხუ­ლო­ბა უცებ მო­მიხ­სნა და ყა­ვის ჩა­მოს­ხმა­შიც მო­მეხ­მა­რა. მთა­ვა­რი წარ­მოდ­გე­ნა, რაც მას­ზე შე­მექ­მნა და ბო­ლომ­დე დამ­რჩა, არის მისი სა­ო­ცა­რი თავ­მდაბ­ლო­ბა და გულ­წრფე­ლო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მი­ნა­ხავს, რო­გორ წმენ­დდა ეზოს მუ­შებ­თან ერ­თად თოვ­ლის­გან, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნუ­რი და უშუ­ა­ლოა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ნე­ბის­მი­ერ­თან, მი­უ­ხე­და­ვად მისი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­სა თუ მდგო­მა­რე­ო­ბის.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, რთულ და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ცა­ნი და ვნა­ხე რო­გორ გა­ი­ა­რა ყვე­ლა ნა­ბი­ჯი სა­ო­ცა­რი სიმ­შვი­დით, თავ­და­ჯე­რე­ბით და, რაც მთა­ვა­რია, სი­მარ­თლით (ეს მა­შინ, რო­დე­საც მისი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა და სი­ცო­ცხლე ბეწ­ვზე ეკი­და).

ის არც ტი­პიუ­რი პო­ლი­ტი­კო­სია და არც ტი­პ­უ­რი ჩი­ნოვ­ნი­კი, არას­დროს გა­ურ­ბის უხერ­ხულ კი­თხვებს და პრობ­ლე­მებს. ამი­ტომ, მისი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი მე­დია სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ეს­წრე­ბო­და, გრძელ­დე­ბო­და 3-4 სა­ა­თი, ვიდ­რე ყვე­ლა კი­თხვას ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი არ გა­ე­ცე­მო­და.მე პი­რა­დად ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, პო­ლი­ტი­კა­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ დას­რულ­და, რად­გან ასე­თი ძლი­ე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში იშ­ვი­ა­თია. და­ნარ­ჩენს დრო გვიჩ­ვე­ნებს… პ.ს.შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვე­ხე­ბი მის ქველ­მოქ­მე­დე­ბას, ამა­ზე კი­დევ ბევ­რს გა­ვი­გებთ და ვნა­ხავთ ყვე­ლა ერ­თად” – წერს თოქ­მა­ჯიშ­ვი­ლი

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია