თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი სოფელ მაგრანეთისთვის, რომელიც ადგილობრივებს წლების პრობლემას მოუგვარებს. განხორციელდა სამი არტეზიული ჭის მშენებლობა, მოეწყო სატუმბი სადგური, რეზერვუარები, ხოლო მაგისტრალურ მილსადენებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. საერთო ჯამში, წყალმომარაგება გაუუმჯობესდება 400 მოსახლეს.
აღსანიშნავია, რომ მშენებელმა უკვე დაასრულა კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაო, ენერგო პრო ჯორჯია, ობიექტების ენერგომომარაგების მიზნით, განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს საჭირო სამუშაოების შესრულებას.” – განაცხადა ლევან წიკლაურმა.
პროექტი განხორციელდა “საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის” დაფინანსებით და მისმა ღირებულებამ შეადგინა 850 000 ლარი