ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ საზოგადოებას 2024 წლისგანმავლობაში შესრულებული პროექტების ანგარიში წარუდგინა. საუბარიასხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, თანამშრომლობაზებინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, სოციალურ, ასევე კულტურულ, სპორტულდა საბავშვო პროექტებზე.გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების დეტალებისგანხილვა დასასვენებელი სივრცეების მიმართულებით ადგილობრივიმოსახლეობის ჩართულობით ხორციელდებოდა. გამწვანებული დასასვენებელისივრცე 11 მისამართზე მოეწყო. სხვადასხვა მისამართზე 1 213 ძირი ხე-მცენარედაირგო – სკვერებს შეემატა ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები, ბუჩქები და ბალახისსაფარი.ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, 4 მისამართზესპორტული მოედნები განახლდა, ერთზე კი – ახალი სტადიონი მოეწყო.საგზაო ინფრასტრუქტურა 69 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა.უსაფრთხოების მიზნით, 2024 წელს ფერდის გასამაგრებელი და დამცავი რკინა-ბეტონის კედლები 3 მისამართზე მოეწყო. 8 მისამართზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი.4 მისამართზე კი, საერთო სარგებლობის კიბე აშენდა და ბაზალტის ფილებითმოპირკეთდა. მიმდებარედ მოეწყო განათების ქსელიც.„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამისფარგლებში, სხვადასხვა სახის 203 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა.რეაბილიტირდა 78 ლიფტი. მათ შორის, 16 მისამართზე ამორტიზებულიკონსტრუქცია თანამედროვე სრულიად ახალი ლიფტებით ჩანაცვლდა.დაზიანებული სახურავი და წყალსაწრეტი მილები 70 მისამართზე განახლდა. 12მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა, 22 მისამართზე კარებიგამოიცვალა. ასევე, მიმდინარე წელს წყალარინების 19 ქსელი განახლდა.გარდა ამისა, 2024 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამებისფარგლებში, დახმარება 8 035 ადამიანს გაეწია. ამასთან, ოთხი სპორტული ტურნირი, ოთხი საბავშვო და კულტურული ღონისძიება დაფინანსდა . პრეზენტაციას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, პარლამენტის წევრი ზუკა რურუა, თბილისის რაიონების გამგებლები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.