fbpx



მია ვეფხვაძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე მია ვეფხვაძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, რასაც საფუძვლად დაედო მასთან გასაუბრების ოქმი.

მია ვეფხვაძე არის მოკლული ზაზა ვეფხვაძის და.

ვეფხვაძეების ოჯახი კი მკვლელობაში სწორედ გიორგი რურუას ადანაშაულებს.

რამდენიმე დღის წინ მია ვეფხვაძე აცხადებდა, რომ მას შემდეგ, რაც მან მომხდარზე ხმამაღლა ისაუბრა, მისი დაშინება ე.წ. ვერის საძმოს წარმომადგენლებმა სცადეს.

ცნობისთვის, შეიარაღებული პირების მიერ 27 წლის წინ ჩაცხრილული ზაზა ვეფხვაძის საქმის გამოძიება, შესაძლოა, განახლდეს.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია