fbpx

მთელი საქართველო უნდა იცნობდეს ნოდარ კომახიძეს, გენერალურ კონსულს თესალონიკში

ქართულენოვანი სააგენტო საბერძნეთში ავრცელებს-მთელი საქართველო უნდა იცნობდეს ნოდარ კომახიძეს, გენერალურ კონსულს თესალონიკში და მის ფანტასტიურ გუნდს. რატომ?! სათქმელი ნამდვილად ბევრია…ორი დღის წინ ბატონმა ნოდარმა უკრაინაში გააგზავნა ავტობუსები, რათა სწრაფად გამოეყვანათ უკრაინელი ბავშვები და ქალები, რომელთაც საბერძნეთში ჩამოსვლა სურდათ. ალბათ გასაგებია, რომ არ არის ადვილი საქმე, მოიძიო ავტობუსები პირადი კონტაქტებით და გააგზავნო ისინი საომარი მდგომარეობის ზონაში, ხალხის წამოსაყვანად.დღეს დილით ქართული საკონსულოს მთლიანი შემადგენლობა, უკრაინის კონსულთან ერთად, საზღვართან დახვდა ხალხს. ჩვენმა მხარემ ჩამოსული ლტოლვილები გადაანაწილა საცხოვრებელ ადგილებში და დღეს ყველა დაბინავებულია.ჩვენ, ქართველებს, ყველაზე კარგად გვესმის უკრაინელების გასაჭირი, რადგან იგივე გამოვიარეთ 2008 წელს და შეიძლება ჩვენთან ომი შედარებით მოკლე ხანს გაგრძელდა, მაგრამ არ გვიგრძვნია ამხელა მხარდაჭერა მთელი მსოფლიოსგან, რომელსაც ახლა უკრაინას უცხადებენ. ჩვენ ყველას გვსურს, დავეხმაროთ მათ და ეს არა მხოლოდ სურვილი, არამედ პრაქტიკული მოქმედებებიცაა.პირადად მე, როგორც ამ გვერდის მფლობელმა, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ნოდარს, რომ ასეთ კრიტიკულ ვითარებაში ასე აქტიურად არის ჩართული და ჩვენს მოძმე ერს, ჩვენს უკრაინელებს ეხმარება, ისევ ჩვენი სახელით. პრაკტიკული მხარდაჭერა ამ რთულ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია უკრაინისთვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება