fbpx



მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს, საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს – თენგიზ ცერცვაძე

"მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს, საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს" - თენგიზ ცერცვაძე

“ჩვენ ქარ­თვე­ლე­ბი ვგა­ვართ იტა­ლი­ე­ლებს, ლაღი ხალ­ხი ვართ, მა­ინ­ცდა­მა­ინც არ გვიყ­ვარს წეს­რი­გის დაც­ვა და რბი­ლი ზო­მე­ბით კი­დევ კარ­გად მო­ვე­დით აქამ­დე. ხომ ხე­დავთ იტა­ლი­ას რა მოს­დის? იგი­ვე დაგ­ვე­მარ­თე­ბო­და ჩვენ, რომ არა სამ­თავ­რო­ბო ვერ­ტი­კა­ლი, რო­მელ­მაც ეფექ­ტუ­რად იმუ­შა­ვა” – ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა­ში “სპეც-პრო­ექ­ტი COVID 19” გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მთე­ლი ვერ­ტი­კა­ლი, და­წყე­ბუ­ლი ექი­მე­ბით და დას­რუ­ლე­ბუ­ლი მთავ­რო­ბი­თა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრით, ეპი­დე­მი­ის პირ­ვე­ლი დღი­დან დღემ­დე ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს.

“მათი სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო დრო­უ­ლი, ადეკ­ვა­ტუ­რი და ეფექ­ტუ­რი. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაც მა­შინ გა­მო­ცხად­და, რო­დე­საც სა­ჭი­რო იყო. მყი­სი­ე­რი რე­აქ­ცია იყო მარ­ნე­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს, მი­მაჩ­ნია რომ ესეც დრო­უ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით უჩ­ვე­უ­ლოდ კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბაა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ. ამა­ვედ­როს, ჩვენ­თან არაა სიკ­ვდი­ლის არც ერთი შემ­თხვე­ვა, მა­შინ რო­დე­საც ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში ათე­უ­ლი, ასე­უ­ლი და ათასე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა.

ვი­ნა­ი­დან, ეპი­დე­მია გავ­რცე­ლე­ბის ამ ფა­ზა­ზე შე­ვი­და, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­დეს ინ­ფექ­ცი­ის მა­სობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბა, რაც ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ჩა­აგ­დებს. გა­უ­ჭირ­დე­ბა ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორს, გა­უ­ჭირ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კას და ყვე­ლა­ფერს, ამი­ტომ ჩვენ გვინ­და, რომ რო­გორ­მე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ეს უნი­კა­ლუ­რი მო­ნა­პო­ვა­რი, რაც გვაქვს.

მთე­ლი მსოფ­ლიო ჩვენ გვი­ყუ­რებს და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ გაკ­ვირ­ვე­ბას და აღ­ტა­ცე­ბას გა­მოთ­ქვამს, ეს რო­გორ­მე უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. ამის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ცხად­და”,-აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია