fbpx

მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება-ირაკლი ღარიბაშვილი

„ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – რამენაირად საზოგადოებაში შეიტანოთ შფოთი და შექმნათ წარმოდგენა, თითქოს ჯგუფში რაღაც არეულობაა. ამ დროს მე გარწმუნებთ, რომ აბსოლუტურად არაფერი ხდება. დესტრუქციული ოპოზიცია დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში არასტაბილური გარემო იყოს“facebook sharing button

whatsapp sharing button

ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან მის გადადგომას და ირაკლი კობახიძის შესაძლო გაპრემიერებას უკავშირდება.

მინისტრის განმარტებით, მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომაზე მივიდა, სადაც ის სამინისტროს მუშაობის 2020 წლის ანგარიშს წარადგენს.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია