fbpx

„მთავარი არხის” გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა

„მთავარი არხის” გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. ნიკა გვარამიას თქმით, გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია.

„მომივიდა შეტყობინება, რომ საგადასახადო ინსპექცია, ამ შემთხვევაში, საგადასახადო სამსახური შევიდა ჩვენი გაყიდვების სახლში. ეტყობა ტელევიზიაში ჯერ ვერ გაბედეს მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა ზუსტად იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ჩვენი შემოსავალი ეს არის.

რომ ესმოდეს მაყურებელს, ვინც ჩვენს რეკლამას ყიდის, აი იმ სახლში შევიდნენ. იქ რომ რამე დააყადაღონ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავალი ვერ შემოვა სულ რომ ყველაფერი გამართული იყოს.. და ერთიწლის თავზე აღმოაჩინონ, რომ უი, არანაირი დარღვევა არ არის და პირდაპირ ვამბობ, რომ არ არის არანაირი დარღვევა. ჩვენ ვიხდით გადასახადებს.

შევიდნენ, ამას შეგვპირდა ბატონი კობახიძე თავის დროზე, რომ შევიდოდა ყველა მედიაში… რომ გამოსაკვლევია ყველა მედიასაშუალება, დაფინანსება და ა.შ. გასცა ბრძანება და ბრძანება სრულდება. მე ეჭვი მაქვს, რომ სხვა მედიებსაც იგივე ელოდება. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა მანამდეც. ველოდებით ახლა საგადასახადო პოლიციას და შემდეგ პროკურატურას, – ამბობს ნიკა გვარამია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება