fbpx



მზად ვარ, ავიღო პრემიერ-მინისტრის ფუნქცია-შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მზადაა იტვირთოს პრემიერ-მინისტრობა თუ მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში, ოპოზიციურ პარტიებს შორის, პირველ ადგილზე გავა. ამის შესახებ ნათელაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“მზად ვარ, ავიღო პრემიერ-მინისტრის ფუნქცია, თუ ლეიბორისტული პარტია გავა პირველ ადგილზე ოპოზიციაში. ამ შემთხვევაში მე მექნება უფლება, თქვენგან მინიჭებული მანდატი, რომ ვუთხრა ჩემს კოლეგებს: ვიღებ პასუხისმგებლობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე. ასე თუ არ იქნება, ამის თქმა მომერიდება”, – განაცხადა ნათელაშვილმა.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია