fbpx

მე რომ ვყოფილიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, იმ დღესვე დავიჭერდი– ბარამიძე მელიაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ის რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილიყო ნიკა მელიას მაშინ დაიჭერდა, როდესაც სამაჯური მოხსნა.

​როგორც მან ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა, სამი თვე ნიკა მელიას დაჭერა არ გახსენებიათ.

„მყისიერად დავიჭერდი. რაც არ გააკეთა ამ ხელისუფლებამ. სამი თვის განმავლობაში პირველი ნოემბრიდან არაფერი არ გააკეთეს. იმიტომ, რომ არ აწყობდა. მანამდე არ აწყობდათ და არ აკეთებდნენ. ახლა რაღაც გადაწყვეტილება მიიღეს პოლიტიკური და ახლა გაახსენდათ სამი თვის შემდეგ? მე რომ ვყოფილიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი იმ დღესვე დავიჭერდი. იმავე დღეს, ან მეორე დღეს არ დაიჭირეს და სამი თვე ამას არ აკეთებდნენ. რატომ – ნათელია. პოლიტიკური მიზნით,“ – განაცხადა ბარამიძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება