fbpx

მე ვაპირებ პრემიერ-მინისტრის კაბინეტი მოვანგრიო,რას აკეთებს შიგნით კაცმა არ იცის – გიორგი ვაშაძე

მე ვაპირებ, რომ საერთოდ მოვანგრიო და მოვშალო პრემიერ-მინისტრის კაბინეტი. აღარ უნდა იყოს კომუნისტური კაბინეტები, რომლებშიც გაფხორილი არის ეს პრემიერ-მინისტრი და რას აკეთებს შიგნით კაცმა არ იცის, ბოლოს როდის ნახეთ ხალხთან გასული რომელიმე მთავრობის წარმომადგენელი?!

 მარტო ხელოვნურად ორგანიზებული ღონისძიებები, „დრესკოდით“ მოსული, მეტალოდეტექტორებში გატარებული ადამიანები და ჩაწყობილი შეხვედრები. როდის გაიარეს ბოლოს ხალხში, რომ საერთოდ იცოდნენ ხალხს რა სჭირდება?!

პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ხალხთან, ბაზარშიც უნდა მიდიოდეს, ქუჩაშიც უნდა დადიოდეს და ადამიანი მასთან უნდა მიდიოდეს და ეუბნებოდეს, რომ მე ეს მიჭირს და აღარ იქნებოდა ისეთი მოწყვეტილი, როგორიც დღეს არის რეალობას“-ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პრემიერობის მსურველმა გიორგი ვაშაძემ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია