fbpx

მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში, სადაც მთის
ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნული გზის მონაკვეთში, უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით,
პრევენციული სამუშაოები გადაუდებელი წესით დაიწყო.
ადგილზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იმყოფებოდა. მისი თქმით, ფერდზე
სპეციალური ბეტონის ბლოკებით დამცავი კედელი სამ რიგად მოეწყობა.
„იცით, რომ ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში
რამდენიმე დღის წინ ნაპრალი გაჩნდა. ეს არის 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის
დროს წარმოქმნილი პრობლემა. მაშინ დაუყოვნებლივ ჩატარდა დამცავი
სამუშაოები. ამჟამად, ნაპრალი საჭიროებს მოწესრიგებას, შესაბამისად, გუშინ
სპეციალისტებმა შეისწავლეს ადგილი და დაიგეგმა პრევენციული ღონისძიებები“, –
აღნიშნა კახა კალაძემ
პრევენციული სამუშაოების წარმოების მიზნით, 26 ნოემბერს ღამის 00:00 საათიდან
დილის 06:00 საათამდე და 27 ნოემბერს 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში,
საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება