fbpx

მეწყერის ქვეშ მოყოლილია 5 ადამიანი. მათ შორის 3 საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, 2 კი ავტომობილში

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში, სადაც მეწყერი ჩამოწვა სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე იმყოფება მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

“სამძებრო სამუშაოები დილამდე გაგრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სხვა რეგიონებიდან დაეხმარებიან. ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრები იმყოფებოდნენ”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ და მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე, ადგილობრივების თქმით, მეწყერის ქვეშ არის მოყოლილი ავტომობილი, რომელიც გზაზე გადაადგილდებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყერის ქვეშ მოყოლილია 5 ადამიანი. მათ შორის 3 საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, 2 კი ავტომობილში აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან – სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია