თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ„მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა შეიმუშავა.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტისმთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამჟამად, ტერიტორიაზე ქაოსური სიტუაციაა,გადაადგილება უჭირს როგორც ქვეითებს, ისე სატრანსპორტო საშუალებებს.„მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა ამოსასვლელთან მდებარე გაჩერება, რომელიცესაზღვრება ერისთავის ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთუმნიშვნელოვანეს კვანძს წარმოადგენს. მისი ძირითადი ფუნქცია მეტროს,ავტობუსების, მიკროავტობუსებისა და მგზავრთა ნაკადების ერთმანეთთანეფექტურად გადანაწილების უზრუნველყოფაა. ამჟამად, იქ ქაოსია, ქვეითინორმალურად ვერ გადაადგილდება, მიკროავტობუსს გაჩერების პრობლემა აქვს,კერძო ავტომანქანები ქაოსურად არის დაპარკინგებული. ამიტომაც გვინდა ამსივრცის მოწესრიგება, რომ ქვეითებისთვის და ტრანსპორტისთვის გადაადგილებაუსაფრთხო იყოს.სატრანსპორტო კვანძისა და მიმდებარე ტერიტორიის გამართულადფუნქციონირების მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარებისსააგენტომ შეიმუშავა საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა, რომელიცითვალისწინებს: ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის შესაბამისი ბაქნებისმოწყობას, რომელიც სრულად აღიჭურვება ქვეითთა უსაფრთხოებისთვის საჭიროელემენტებით; მოედანზე ხე-მცენარეების დარგვას, რაც მნიშვნელოვნადგააუმჯობესებს გარემოს ვიზუალურ იერსახეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიცვლება საზოგადოებრივიტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.„გარდა ამისა, დაგეგმილია აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივიტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილება. კერძოდ, ავტობუსები ბოლო გაჩერებამდე,ერისთავის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით იმოძრავებენ. ასევე, მარცხნივ მოხვევითშეეძლებათ, გააგრძელონ მოძრაობა გურამიშვილის გამზირის მიმართულებით.ასევე, პროექტი მოიცავს წერეთლის გამზირიდან „დიდუბის“ ზედა გასასვლელთან მდებარე გაჩერებამდე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლის მოწყობას, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს გადაადგილების დროსა და კომფორტს. აღნიშნული ცვლილებები სატრანსპორტო სისტემის ეფექტურობას გაზრდის და გადაადგილების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.