fbpx

მეტი რა შევთავაზოთ ოპოზიციას?! წავალთ და თქვენ დარჩითო, ამას ვერ ვეტყვით-ბექა დავითულიანი

მედიაციის პროცესი შეჩერებულია. ჩვენ ვიცით, ვინ არის რადიკალიზმის წყარო ამ ოპოზიციურ სპექტრში, რომლის გარშემოც გაერთიანებული არიან შედარებით მცირე ზომის პარტიები. თუმცა, ინდივიდუალურად მუშაობა გაგრძელდება და ეს კარი დარჩება ღია. ვიქონიოთ იმედი, რომ ოდესმე რამე შეთანხმებამდე მივალთ, თუ ოპოზიციის ნაწილი მაინც იგრძნობს პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა, რა შეიძლება შესთავაზოს მმართველმა პარტიამ ოპოზიციას პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ და გადაიხედება თუ არა 3%-იანი ბარიერის საკითხი.

„3%-იანი ბარიერი არის მათთან მოლაპარაკების შედეგად წარმოქმნილი კომპრომისული ვარიანტი. თუ ისინი იტყვიან, რომ ჩვენ მოვდივართ და ვიმსჯელოთ ამ საკითხზეო, პრობლემა არ არის. ეს არის შეთავაზება, მოვიდნენ, ვიმსჯელოთ. დანიელსონის მიერ ჩამოწერილ ყველა საკითხზე ჩვენ გვქონდა შემხვედრი ნაბიჯი და შეთავაზება. ან უპირობოდ ვაწერდით ხელს, ან ვეუბნებოდით, რომ მოდით, ეს ტექნიკური დეტალი დავაზუსტოთ. მეტი რა შევთავაზოთ?! წავალთ და თქვენ დარჩითო, ამას ვერ შევთავაზებთ“, – განაცხადა დავითულიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება