fbpx

მერიამ თბილისში 87 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა.

მერიამ თბილისში 87 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ჯამში, პროგრამის ფარგლებში თბილისსი საცხოვრებელი ფართები 900-მდე ოჯახს დაუკანონდა.

„ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში პირობა დავდეთ, რომ ის ოჯახები, რომლებიც 10-12-15 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბინებში და ვერ ახერხებდნენ საკუთარი ფართების დაკანონებას გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების და სხვადასხვა ხარვეზების გამო, დავპირდით, რომ ყველას დავეხმარებოდით, ხელს შევუწყობდით ამ ფართების დაკანონებაში. დღეს 87 ოჯახს გადაეცემა და დაუკანონდება საცხოვრებელი სახლები. 83 გახლავთ გუდამაყრის ქუჩაზე, ნაძალადევის რაიონში, 1 ოჯახი ქიზიყის ქუჩაზეა, 3 ოჯახი ოქროყანაში, მთაწმინდის რაიონში. ვაგრძელებთ ამ პროგრამის განხორციელებას. მინდა მივმართო იმ ოჯახებს, ვისაც ანალიოგიური პრობლემები აწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობთ და გეტყვიან რა დოკუმენტაცია არის საჭირო პროცესის გასაგრძელებლად და საცხოვრებელი ბინების დასაკანონებლად, იმ ბინების, სადაც თქვენ ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობთ. ჩვენ უკვე ამ პროექტით 900-მდე ოჯახს დავუკანონეთ ფართები. პროგრამა წარმატებულია და ვაგრძელებთ მის განხორციელებას“, – განაცხადა კალაძემ.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია