fbpx

მასპინძლობის ადათი საქართველოში არასდროს ვრცელდებოდა დამპყრობლებსა და მტრებზე-ნიკოლოზ რაჭველი

სტუმართმოყვარეობის და მასპინძლობის ადათი საქართველოში არასდროს ვრცელდებოდა დამპყრობლებსა და მტრებზე! უბრალოდ, ვისურვებდი საქმე აქამდე არ მისულიყო და მათ, ვისთანაც ლოჯისტიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსი “ტურისტების” საქართველოში ვიზიტის ორგანიზატორები, მინიმუმ რეგულაციებისა და კომენდანტი საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების თბილისში გამართვაზე. ეს იქნებოდა გონივრული პრევენცია. ახლა კი რაც ხდება ყველამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, სტუმრებმაც და უშუალოდ მათმა მასპინძლებმაც, საქართველოს სასაზღვრო ორგანიზაციების ჩათვლით! ხოლო ის, თუ რას იფიქრებენ ჩვენზე მე აღარ მაღელვებს, რადგან უფრო მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ჩვენზე გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ამერიკა, იაპონია და პორტუგალია…

ასე ეხმაურება Facebook-ზე დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი რუსი პროპაგანდისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია