fbpx



მარნეულში, დევნილებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

მარნეულში, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, სოფლის ტიპის დასახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული.

სოფლის ტიპის დასახლებაში, რომლის მშენებლობაც 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება, საკუთარი სახლით 31 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. მოგახსენებთ, რომ 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ.

გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, პროექტის დასრულების შემდეგ, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა და გარე განათების სისტემები მოეწყობა.

ასევე აშენდება 120 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სააღმზრდელო დაწესებულება.

გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტი, დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს.

პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია