fbpx

მართლა საფრთხის მომცემია ეს სახეობა რომელსაც ე.წ. ინდურ შტამს ვუწოდებთ-ლევან რატიანი

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა “დელტა” ვარიანტის – ე.წ.ინდური შტამისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.
გაზრდილი საფრთხეებიდან გამომდინარე, ექიმი ლევან რატიანი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და მასობრივი იმუნიზაციისაკენ მოუწოდებს.რატიანის თქმით, ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი ასაკის მქონე პირმა, აუცილებლად მიმართოს ოჯახის ექიმს და/ან განხორციელდეს მისი ჰოსპიტალიზაცია.

“აქედან გამომდინარე, მართლა საფრთხის მომცემია ეს სახეობა, რომელსაც ე.წ. ინდურ შტამს ვუწოდებთ. ის არ განსხვავდება COVID-19-ის დაავადების სიმპტომატიკით.

ჩვენ ქვეყანაშიც არის დაფიქსირებული, მოხდა ვირუსის ამ სახეობის იდენტიფიცირება, არაფრით არ განსხვავდება წინა პერიოდში მოცირკულაციო კორონავირუსისაგან.

ერთადერთი განსხვავება იმაშია, რომ თუ მანამდე ვიძახდით, რომ ვირუსი ასაკდამოკიდებულია და ქრონიკულ დაავადებასთან არის შეჭიდული, ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან ადამიანები, უვლინდებათ სიმპტომატიკა.

პირველი, რაც უფრო მეტად გამოიხატება, ეს არის ჰექტიური ცხელება. წინა ვირუსში, ჩვენი გამოცდილებით გვქონდა ცხელების ეპიზოდები, მაგრამ ეს იყო მ-5, მე-6, მე-7 დღეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფიცირების პირველ დღესვე შესაძლებელია გამოვლინდეს ტემპერატურის მატება. უფრო მეტად არის ჰექტიური, ეს არის 38 გრადუსი და მეტი.

ცხელება იწვევს ორგანიზმში გაუწყლოებას და აღნიშნულიდან გამომდინარე, მსგავს შემთხვევაში, როგორი ასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს ჰოსპიტალიზაცია.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, გადამდებლობა ამ შტამს უფრო მეტი აქვს, ვიდრე წინა შტამს,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია