fbpx

მამუკა ხაზარაძეს ანაბარი „საქართველოს ბანკში“ აქვს გახსნილი

პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად პარტია „ლელოს“ ლიდერმა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა საჯარო მოხელის ფინანსური და ქონებრივი დეკლარაციები მაინც შეავსეს.

პარლამენტის არჩეული დეპუტატებიდან, ბუნებრივია, ხაზარაძის დეკლარაცია ყველაზე ვრცელია და ის 30 გვერდს მოიცავს. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და მისი ოჯახი საქართველოს მასშტაბით ფლობს არაერთ სახლს, ათი ათასობით კვ.მ მიწის ნაკვეთებს, წილებს და ფასიან ქაღალდებს სხვადასხვა კომპანიებში და ავტომობილებს.

ფინანსური დეკლარაციით ირკვევა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს ანაბარი „საქართველოს ბანკში“ აქვს გახსნილი, ანუ თიბისის მთავარ და ტრადიციულ კონკურენტ ბანკში.

„საქართველოს ბანკის“ გარდა, ხაზარაძეს ერთი ანაბარი აქვს გახსნილი „თიბისიშიც“, სადაც გაცილებით მცირე თანხა – 9040 დოლარი უფიქსირდება.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, მამუკა ხაზარაძის და მისი ოჯახის საკუთრებაშია ბინები, სახლები, აგარაკები და მიწის ნაკვეთები თბილისში, წყნეთში, ციხისძირში, ნატანებში, მუხრანში, გუდაურში, სოფელ კაიშაურებში და ასევე ლონდონში, 2017 წელს 2 800 000 გირვანქა სტერლინგად შეძენილი ვილა.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია