fbpx

მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს, ის სოლიდარობის აქციას უერთდებოდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს. ის სოლიდარობის აქციას უერთდებოდა.

მაჩალიკაშვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ის იმ 32 პირს შორისაა, რომელიც გუშინ აქციაზე დააკავეს.

როგორც მაჩალიკაშვილის ადვოკატი აცხადებს, გუშინ ღამე ჩიტაძის ქუჩის კუთხის მიმდებარედ ძალადობრივი ჯგუფები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ამავდროულად, მალხაზ მაჩალიკაშვილს აყენებდნენ შეურაცხყოფას. ამის შემდეგ, ადვოკატის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციის მოწოდების დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. 

ამასთან, ადვოკატის ცნობით, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და მოლოდინი აქვს, რომ სანქციის გარეშე გაათავისუფლებენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია