fbpx

მაკა ბოჭორიშვილი: მრავალ სხვა საერთაშორისო მედიისთვის “კარგად მისაყიდ” სცენას დღეს შეემატა კირთაძის პერფორმანსი. პერფორმანსი, თუ სისხლის სამართლის დანაშაული, ამას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი იტყვის, თუმცა საქართველოსთვის შავი ლაქის სტატუსი კი ნამდვილად გაიფორმეს, ოპოზიციის სახელით მოქმედმა ჯგუფებმა

გმირად შერაცხილი ლაზარე, გაწუწული მედროშე ქალი, გამჭვირვალობით გაღიზიანებული ელისაშვილი, ზედხედიდან ლამაზი კადრის გადასაღებად დავარცხნილი პროტესტები და მრავალ სხვა საერთაშორისო მედიისთვის “კარგად მისაყიდ” სცენას დღეს შეემატა კირთაძის პერფორმანსი, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, დავით კირთაძის მიერ შავი სითხის შესხმას.

მისივე თქმით, პერფორმანსი, თუ სისხლის სამართლის დანაშაული, ამას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი იტყვის, თუმცა საქართველოსთვის შავი ლაქის სტატუსი კი ნამდვილად გაიფორმეს, ოპოზიციის სახელით მოქმედმა ჯგუფებმა.

“სამართლის შერჩევითად გამოყენებას რომ გაძალებენ, პოლიტიკურ საფარველში ჩაბუდებულ კრიმინალებს ციხიდან გათავისუფლებინებენ, მართლაც ავტოკრატიული და რეპრესიული რეჟიმის შემქმნელებს გმირებად გვისაღებენ რუსთაველზე წამოსკუპებული, ევროპის სახელით მოლაპარაკე, თავის დროზე კარგად ნასიამოვნები “ძველი მეგობრები”, დემოკრატიის უკუსვლად რომ გვიფორმებენ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, არჩევნების მოპარვის თუ გაყალბების (ამაზე ჯერ კარგად მაინც ვერ ჩამოყალიბდნენ) მტკიცებულებების ამაო ძიებით სასოწარკვეთილი ჯგუფების საქციელზე პასუხისმგებლობა, წამქეზებლებსაც ისევე ეკისრებათ, როგორც შემსრულებლებს!
‼️გმირად შერაცხილი ლაზარე, გაწუწული მედროშე ქალი, გამჭვირვალობით გაღიზიანებული ელისაშვილი, ზედხედიდან ლამაზი კადრის გადასაღებად დავარცხნილი პროტესტები და მრავალ სხვა საერთაშორისო მედიისთვის “კარგად მისაყიდ” სცენას დღეს შეემატა კირთაძის პერფორმანსი. პერფორმანსი, თუ სისხლის სამართლის დანაშაული, ამას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი იტყვის, თუმცა საქართველოსთვის შავი ლაქის სტატუსი კი ნამდვილად გაიფორმეს, ოპოზიციის სახელით მოქმედმა ჯგუფებმა.
‼️იქნებ საქართველოს დემოკრატიული ზრდის დამკვირვებლებიდან ვინმე ოდნავ მაინც შეშფოთდეს ან შეიშმუშნოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გამართული ფუნქციონირების აშკარა და დაუფარავი ხელის შეშლის გამო?” – წერს მაკა ბოჭორიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება