მადლობა ოჯახის სახელით მთავრობის ყველა წარმომადგენელს, საჯარო მოხელეს, მაშველს, მძღოლს, მედპერსონალს-ქეთი ჭავჭანიძე

სოციალურ ქსელში ქეთი ჭავჭანიძე წერს-უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბიძაჩემი, ავთანდილ დოლაკიძე, რომელიც ცხოვრობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში, დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებდა ზესტაფონის საავადმყოფომდე გადაადგილებას. პირველ რიგში პარლამენტის დეპუტატის, უკეთილშობილესი ქალბატონის, ქალბატონი რიმა ბერძის მონდომებით,

მთავრობის რეგიონალური სამსახურის, პირადად ნიკა ტყემალაძის ხელმძღვანელობით, იმერეთის დელეგატის ზვიად შალამბერიძის და დეპუტატის, ბეჟან წაქაძის ჩართულობით და თავდაუზოგავი მონდომებით, ასევე იმერეთის რწმუნებულის მოადგილის ბესო გოფოძის თანადგომით, შეძლეს პაციენტის მიყვანა კონკრეტულ ადგილამდე, სადაც სამხედრო მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

მადლობა, მადლობა, მადლობა

მადლობა ოჯახის სახელით თითოელ თქვენგანს და მთავრობის ყველა წარმომადგენელს, საჯარო მოხელეს, მაშველს, მძღოლს, მედპერსონალს👏ადამიანების იმედი ხართ

ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ, მეამაყებით

თქვენ ხართ გმირები

საქართველო ამაყობს თქვენით

მშვიდობა ჩვენს ქვეყანას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება