fbpx

ლელოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ლელოს” წევრები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პარლამენტთან აქციას მართავენ.

ისინი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის  და მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენას აპროტესტებენ.

“ლელოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი წარწერის გაკეთებას გეგმავდნენ, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

“ლელოს” წევრის საბა ბუაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე  ირაკლის ღარიბაშვილის კანდიდატურა, სიტუაციის დაძაბვას შეუწყობს ხელს.

“მოლოდინი გვქონდა, რომ ვიღაცას ეყოფოდა საღი აზრი და ისეთ კანდიდატურას წამოწევდა წინ, რომელსაც ეყოფოდა მისი გონებრივი და მორალური რესურსი, რომ ეს კრიზისი შეთანხმების გზით დაასრულოს. მაგრამ დაწინაურდა ადამიანი, რომლის პოლიტიკური მემკვიდრეობა ითვლის მხოლოდ კორუფციას და უმეცრებას. ასეთ საგანგაშო ვითარებაში  ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა, რასაკვირველია, სიტუაციის დაძაბვას შეუწყობს ხელს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ საღი აზრისკენ”,- განაცხადა ბუაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება